პაკისტანში აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ყველა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
აფეთქება ბელუჯისტანის პროვინციაში, ერთ-ერთ მეჩეთთან მოხდა, სადაც მომლოცველები მუჰამედის წინასწარმეტყველის დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
ადგილობრივი პოლიცია მიიჩნევს, რომ აფეთქება თვითმკვლელი-ტერორისტის მიერ იყო მოწყობილი.
პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.