პაკისტანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი

პაკისტანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი

პაკისტანის სამხრეთ ნაწილში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა.

ჰაზარ ექსპრესის მატარებელი ქალაქ კარაჩიდან, 275 კილომეტრში გადავიდა რელსებიდან - საუბარია სულ მცირე 8 ვაგონზე.

დაშავებული მოქალაქეები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - მოქალაქეები კატასტროფის ადგილიდან გამოჰყავთ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.