ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე ხიდის მიმდებარე მონაკვეთი ჩავარდა - ხიდი, სავარაუდოდ, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა.
ტერიტორია ამ წუთისთვის გადაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია, მგზავრები შემოვლითი გზით სარგებლობენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდი დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია.