ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ირაკლი ურუშაძე ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მას არ ეთანხმება. ჩიგოგიძე "ყურით გათრევით" ემუქრება მსახიობებს, თუ რუსულ კანონს გააპროტესტებენ.
ურუშაძის თქმით, მსახიობს საიდანაც საშუალება ეძლევა, აზრი იქიდან უნდა დააფიქსიროს.
"მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბ. ვასო ჩიგოგიძემ გუშინ დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. მე, როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი, არ ვეთანხმები ბ. ვასო ჩიგოგიძეს ამ მოსაზრებაში და ვფიქრობ, საიდანაც საშუალება გეძლევა მსახიობს, თუ სხვა სფეროს წარმომადგენელს, იქიდან უნდა დააფიქსირო შენი აზრი! თეატრი არ უნდა იყოს რომელიმე ერთი პოლოტიკური თუ პიროვნების საქმის გამტარი. ის ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. წინ ევროპისკენ", - დაწერა მსახიობმა.
ჩიგოგიძე, რომელმაც მსახიობებს აზრის დაფიქსირება აუკრძალა, თავად ამბობს, რომ კანონში რუსული არაფერია.
რუსული კანონი გააპროტესტეს ვასო აბაშიძის თეატრში. პროტესტს შეუერთდა არა ერთი მსახიობი.