ბათუმის ანტისაოკუპაციო აქციას ივანიშვილის გუნდი და პუტინის მთავრობა იდენტური განცხადებებით ეხმაურება. კრემლი იმასაც კი ბედავს, რომ ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს. საგულისხმოა ისიც, რომ ქართული ოცნების გააქტიურებული ანტიამერიკული პროპაგანდის პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერიც ამერიკის ელჩს ესხმის თავს. ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება, რომ ოცნების და "Единая Россия" ტექსტებს ერთი ავტორი ჰყავს.