ოცნების პარლამენტმა უცხოელებზე საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

ოცნების პარლამენტმა უცხოელებზე საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც თავშესაფრის პროცედურების გამკაცრებას და შს სამინისტროს შეფასებით, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

შსს-ს მიერ ინიცირებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტი და თანმდევი ცვლილებები დეპუტატებს ოცნების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.

კანონის მიხედვით:

  • უცხოელებისთვის ქვეყნის დატოვება და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული სასჯელის ფორმად განისაზღვრება;
  • იზრდება ჯარიმები ქვეყანაში ყოფნის წესების დარღვევისთვის;
  • მარტივდება გაძევების პროცედურა არალეგალი პირებისთვის;
  • შეიცვლება თავშესაფრის ვადები — დაჩქარებული პროცედურა იმ პირებისთვის, ვინც ქვეყანაში შემოსვლიდან ერთ თვეში არ მოითხოვა თავშესაფარი;
  • შეიზღუდება ბინადრობის ნებართვა უცხოელებისთვის, რომელთა გაძევების საკითხი უკვე განხილვაშია;
  • შეიძლება თავშესაფრის განხილვა საზღვარზევე, იმ შემთხვევაში, თუ უცხოელის შემოშვება ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის;
  • ასევე, ინერგება ელექტრონული შეტყობინების წესი გადაწყვეტილებების ჩასაბარებლად, რაც შსს-ს თქმით, გაამარტივებს პროცედურებს და გაამკაცრებს კონტროლს.

უწყებისგანმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს სისტემის გამკაცრებას და თავშესაფრის მექანიზმის ბოროტად გამოყენების პრევენციას.

გარდა ამისა, დარახველიძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ უწყება შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მექანიზმს ამუშავებს, რომელიც მათ ქვეყნიდან გაძევებას გაამარტივებს.