
სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.
მასზე სამართლებრივი დევნა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43-419 მუხლის პირველი ნაწილითა (ტერორიზმი) და 43-308 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (ძალის გადამეტება) დაიწყო.
ადვოკატის ცნობით, ჩახალიანი საგამოძიებო კომიტეტის შენობაში იმყოფება.
სომხური მედიის ცნობით, ის ერთ-ერთი მოძრაობის ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში.
ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა ჯავახკის ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ჩახალიანი 2013 წელს ქართულმა ოცნებამ ამნისტიით გამოუშვა. არსებული ინფორმაციით, ჩახალიანის საქმე მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ერევანში ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი თემა იყო. როგორც ცნობილია, მის გათავისუფლებას სომხეთის კათოლიკოსი შუამდგომლობდა.