ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა

ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა

განახლება: ერეკლე ღვინიანიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობა "პირადი მიზეზებიდან გამომდინარე" დატოვა და რჩება ქართული ოცნების გუნდის წევრი.

ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ფორმულას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათი თქმით, გადადგომის შესახებ მოთხოვნა ერეკლე ღვინიანიძეს 10 თებერვალს დაუდასტურეს.

ერეკლე ღვინიანიძე მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.