თავდასხმა ემიგრანტებზე პოლიტიკური მოტივით. ათენის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ აქტივისტებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ საკონსულო რეგისტრაციაში ეხმარებოდნენ. დაზიანებები აქვს მათ შორის ემიგრანტ ქალსაც. არსებობს თუ არა კავშირი მოძალადეებსა და ხელისუფლებას შორის?! თავად ემიგრანტები ფორმულას უყვებიან, რომ მოძალადეები ანგარიშსწორებისას ოცნების პროპაგანდისტულ გზავნილებს იყენებდნენ და ხელშეშლაც მიზანმიმართული იყო.