ჟოზეფ ბორელის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ოცნებამ გამოაცხადა, რომ ცვლილებები შეაქვს ცესკოს დაკომპლექტების წესში. სწორედ საარჩევნო კანონმდებლობა იყო ერთ-ერთი იმ 12 პირობიდან, რომელიც ევროკომისიამ ოცნებას შესრულებულად არ ჩაუთვალა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ კოსმეტიკურ შესწორებებს სწორედ პარტნიორების დასანახად გეგმავენ.