"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - ვეტო დაძლეულია

"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - ვეტო დაძლეულია

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ივანიშვილის პარტიამ არ გაითვალისწინა სალომე ზურაბიშვილის შენიშვნები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოწოდება და ეროვნული ბანკის კანონი დაამტკიცა. ცვლილებების ამოქმედება ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს გააჩენს და მმართველ გუნდს საკუთარი კადრის დამტკიცების შესაძლებლობას გაუჩენს. ოპოზიცია ამბობს, რომ მსგავსი ფორმით, ივანიშვილს ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდება სურს. დებატების დროს გამოიკვეთა, რომ ამ თემაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაემუქრნენ კიდეც.