ქართული ოცნება კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომლითაც საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდება.
უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ამ თემაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. ის ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება " უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას".
"საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება, ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას"- თქვა მდინარაძემ.