აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს.
ამის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის რამშტაინი-20 შეხვედრისას განაცხადა, რომელიც გერმანიის ავიაბაზაზე მიმდინარეობს.
"დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია - შეერთებული შტატები უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ეს კოალიცია უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. თავისუფალი სამყარო უკრაინას დამარცხებას არ დაუშვებს", - თქვა ოსტინმა.
მისი თქმით, გასულ კვირას, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება არის გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად.