ოსტინი: პუტინის მიერ არჩეული ომი არა NATO-ს გაფართოების შედეგი, არამედ მისი მიზეზია

ის [პუტინი] ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ პარტნიორების დახმარებით უკრაინა მტკიცედ დგას. პუტინი ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთიანობა დაირღვეოდა, მაგრამ რუსეთის სასტიკმა ომმა ჩვენ მხოლოდ დაგვაახლოვა. ფინეთი დღეს აქ არის, როგორც NATO-ს წევრი. იმედია, მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. ეს კი ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ პუტინის მიერ არჩეული ომი არა NATO-ს გაფართოების შედეგი, არამედ მისი მიზეზია.

განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა "რამშტაინის" შეხვედრის დროს.