ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაშავდა - ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი კაცია.
როგორც ცნობილია, სავარაუდოდ შენობის მე-4 სართულზე, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 მოქალაქიდან ერთი ბავშვია. მისი თქმით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ოცნების ჯანდაცვის მინისტრის, მიხელ სარჯველაძის განცხადებით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა და ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობენ.