ორთაჭალაში 15 წლის მოზარდი დაგორებულმა ტრაილერმა მოიყოლა. ის დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ტრაილერის მძღოლი.