ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა.

"როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა, შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე.

მივმართავთ ყოველ მსხვერპლს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და თქვენი ვინაობა კონფიდენციალურად დამუშავდება, თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით.

‼️ თუ თქვენ განიცადეთ ან გახდით მოწმე ადამიანის უფლებათა დარღვევის, გთხოვთ, შეავსოთ ეს ფორმა:

https://forms.office.com/e/1dM2ecY2vL

ან მოგვწეროთ მეილზე: [email protected] ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას.

არა ტერორს!

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი Social Institute Centre

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

Civic IDEA

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

GCRT

ადამიანის უფლებათა ცენტრი

უფლებები საქართველო

სამართლიანი არჩევნები

Institute for Development of Freedom of Information

Women's Initiatives Supporting Group", - წერია განცხადებაში.