უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
ორბანის მტკიცებით, ტრამპი აშშ-ის ძლიერი პრეზიდენტი იქნება, რომელიც რუსეთ-უკრაინისა და ისრაელი-ჰამასის ომის შეჩერებას შეძლებს.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 8 მარტს, ტრამპი გეგმავს, უმასპინძლოს უნგრეთის პრემიერს ფლორიდის ქალაქ მარ-ა-ლაგოში, საკუთარ სახლში.
11 თებერვალს, ტრამპი NATO-ს წევრებს რუსეთის აგრესიის წაქეზებით დაემუქრა, თუ ისინი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან. ამის შესახებ მან სამხრეთ კაროლინაში, წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის გაანადგურებს ამერიკის საგარეო ურთიერთობებს და აშშ-ის მტრებს გაამხნევებს.