ორბანის პარტიამ ბოლო 18 წელში ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

ორბანის პარტიამ ბოლო 18 წელში ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

Reuters-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

პირველადი შედეგების თანახმად, ორბანის პარტიამ და მისმა ქრისტიან-დემოკრატმა მოკავშირეებმა 44,2% მიიღეს და 11 მანდატი მოიპოვეს. მათი შედეგები 2022 წლის არჩევნებთან შედარებით 11%-ით არის შემცირებული.

ასევე, შედეგების მიხედვით, პიტერ მაგიარის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიამ - ტიზა, ხმების 30% და 7 ადგილი მიიღო.

ორბანის თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია "ცოცხალია".

"საომარ სიტუაციასა და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ", - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ შედეგებმა მისი მთავრობის დემოკრატიული კურსი დაადასტურა.