ორბანი: საქართველოსთან კარგადაა საქმე, მოგვარებულია

საქართველოსთან კარგადაა საქმე, მოგვარებულია. ყველას უყვარხართ

განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის გაფართოების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს სამიტზე გახდება ცნობილი მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.