ორბანი: ღარიბაშვილისგან შეგვიძლია სწავლა, როგორ იცხოვრო რუსეთის ჩრდილში, დაიცვა ქვეყანა

აქვე არის წარმოდგენილი საქართველოს პრემიერმინისტრი, მისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა იცხოვრო რუსეთის ჩრდილში, ამავდროულად, დაიცვა ქვეყანა და მშვიდობა. ამის ცოდნა ყველაზე ღირებული რამ არის დღეს ჩვენთვის და გისურვებთ წარმატებას.

განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთში გამართულ საერთაშორისო კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.