ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ მიზეზად "სამუშაო საათების დასრულებას" უსახელებენ.
"პარლამენტში არ შემიშვეს. სამუშაო საათები დასრულდაო.
პარლამენტის პრეს-ცენტრი შეუშვეს. როგორც ჩანს მართლა შიგნით ჰყავს ბიძინას გამოკეტილი ქოცები".
პარლამენტში არ შეუშვეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.
"მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ჰყავდეს ეს ხალხი დამწყვდეული ივანიშვილს, იმიტომ, რომ დამცირების ყველა ფორმაა გამოყენებული მათ მიმართაც", - ამბობს ხაბეიშვილი.