ოპოზიციამ სააპელაციო სასამართლოსთან აქცია ხვალაც დააანონსა

ოპოზიციამ სააპელაციო სასამართლოსთან აქცია ხვალაც დააანონსა

ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებმა ხვალ, 6 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია დააანონსეს. განცხადება ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

გიორგი ვაშაძის თქმით, სააპელაციოსთან შეკრებას 11:00 საათიდან დაიწყებენ.

"ხვალ, 11 საათზე, გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ აქ. 12-ზე იქნება პირველი პროცესი, 14:00 საათზე იქნება მეორე პროცესი. ახლა გთავაზობთ, გადავინაცვლოთ მარცხენა მხარეს, დავიწყოთ მსვლელობა დიღმის მასივის ცენტრალური გამზირისკენ სადაც გავაგრძელებთ ჩვენს მსვლელობას. წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, წინააღმდეგობრივი მსვლელობები იქნება ყველგან", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ცოტა ხნის წინ, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ამ წუთებში, ისინი დიღმის მასივში მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.