ონის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა

ონის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა.

შემთხვევის დროს ადგილზე მშენებლობაზე დასაქმებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწარმოებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.