ომში დაკარგულის დედა: გული მტკივა, როცა ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, გმირი შვილი მყავს

სირცხვილი მაგათ. როგორ არიან, საერთოდ არ უნდა იყვნენ არც მთავრობაში და არც საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენ, რომ გმირ ბიჭებს ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ. გული მტკივა, როგორც დედას, როცა ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, როცა გმირი შვილი მყავს.

ამბობს აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთარ სუხიტაშვილის დედა, ქეთევან სუხიტაშვილი.