ომის გმირის დავით ელიზბარაშვილის შვილი: ბოდიში გმირებს, არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას

ომის გმირის დავით ელიზბარაშვილის შვილი: ბოდიში გმირებს, არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას

ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც მან აგვისტოს ომში საქართელოს ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა, 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული, პოლკოვნიკ დავით ელიზბარაშვილის შვილი, ვალერი ელიზბარაშვილი ეხმურება.

"ბოდიში ჩვენს გმირებს, არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას - ნამდვილად არ ვიმსახურებდით...", - წერს გმირის შვილი სოციალურ ქსელში.

***

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".