ჰამასმა ნახევარსაათიან შუალედში თელავივზე სარაკეტო იერიში ორჯერ მიიტანა. დაშავდა 4 ადამიანი. განგაშის სირენა ჩაირთო აშდოთშიც, ქალაქთან ახლოს, ღია სივრცეში ორი რაკეტა აფეთქდა. შეტევების ახალ ტალღას წინ უძღოდა ისრაელის მორიგი სახმელეთო რეიდი ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში. განადგურებულია ჰამასის ობიექტები და მოკლულია ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა.