ომი უკრაინაში

ომი უკრაინაში

რუსეთი ირანისგან ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების შეძენას აპირებს - ამის შესახებ ამერიკული მედია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. შესაძლოა, შეიარაღება მოსკოვმა თეირანისგან უკვე გაზაფხულისთვის მიიღოს, რაც ვაშინგტონში მღელვარებას იწვევს. ეს იმ ფონზე რომ სენატში უკრაინისთვის გამოყოფილი 60-მილიარდიანი დახმარება დამტკიცებული არ არის, რუსეთი კი უკრაინის ქალაქების ინტენსიურ დაბომბვაზე გადავიდა. დღეს 10 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს ანექსირებული ყირიმის თავზეც.