
"ჩვენ არ ვესხმით თავს პუტინს, ჩვენ არ ვესხმით თავს მოსკოვს, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ტერიტორიებისთვის და პუტინს მისახედად ტრიბუნალს ვუტოვებთ", - ასე გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ კრემლის ბრალდებებს ვოლოდიმირ ზელენსკი ჰელსინკიში გამართულ შეხვედრაზე. რუსეთი შურისძიებით იმუქრება, საქმე კი წუხელ კრემლის თავზე მომხდარ ინციდენტს უკავშირებს.