ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში მესამე დღეა გრძელდება. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს. იერიშები ერთდროულად ჰაერიდან, წყლიდან და ხმელეთიდან ხორციელდება. მოკლულია ჰამასის ათობით მებრძოლი. განადგურებულია ინფრასტრუქტურის 600-ზე მეტი ობიექტი. პარალელურად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ახალ პარტიას ელოდებიან.