ერთადერთი ფიგურა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებს ამ დრომდე არ მიულოცა გამარჯვება საჯაროდ, მორიგ დაპირებას გასცემს. ოლიგარქი ჯილდოს სახით 30 მილიონს გაიღებს, ოღონდ საკუთარ პირობებს აყენებს. ამ ფულს ნაკრებს ფონდი ქართუ საბერძნეთთან მოგების გამო კი არა, არამედ იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპს დაძლევს. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ხელისუფლებამ უმწვავესი განცხადებები აკეთა რუსული კანონის წინააღმდეგ დაწერილი პოსტების გამო. ამას მოჰყვა თავდასხმა დინამო თბილისზე, კლუბის სამოქალაქო პოზიციის გამო. მანამდე კი, ზეიმის დროს გულშემატკივრებმა სცენაზე პრემიერმინისტრი კობახიძის გამოჩენა გააპროტესტეს.