ოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა - დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

ოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა - დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

ოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქე დაიღუპა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაღუპული 28 წლის კაცია, ის ორენბურგის ოლქის მაცხოვრებელია. შემთხვევა გუშინ, 3 თებერვალს მოხდა.

ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.