
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, ხმალაძემ სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციებში ქალაქ ირპინში, გოსტომელში, ბუჩაში, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.
პროკურატურის მტკიცებით, ხმალაძემ, როგორც "დაქირავებულმა" 745 ათასი რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.