ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ბელარუსში შეხვედრებს მართავს. როგორც აფხაზური სამთავრობო მედია წერს, ისინი მინსკში "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციებისთვის" არიან ჩასულები.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, "დელეგაციამ" შეხვედრა მინისტრთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელთან, კონსტანტინ ბურაკთან გამართა. შეხვედრას ესწრება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა.
"დელეგაციის" შემადგენლობაში, ასევე, არიან შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის ე.წ. მინისტრები.