ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერები დააკავეს, მოქალაქეები მათ გათავისუფლებას ითხოვენ [VIDEO]

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერები დააკავეს, მოქალაქეები მათ გათავისუფლებას ითხოვენ [VIDEO]

აფხაზური ტელეგრამ არხები ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების შესახებ იუწყებიან.

ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებისას დააკავეს და ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას ეხო კავკაზა რესპუბლიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულების ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს მათი გათავისუფლების მოთხოვნით. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა გუმისთის ხიდი გადაკეტეს.

გამოცემა წერს, რომ "დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. არც ერთი სამართალდამცველი არ გამოდის ხალხთან და შესაბამისად, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში უშვებენ. სიტუაცია მწვავდება. შეკრებილები ახსნა-განმარტებას ითხოვენ".

ვრცელდება დაკავების კადრებიც. როგორც ცნობილია, დაკავებაში ე.წ უშიშროების 10-ზე მეტი თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 15 ნოემბერს, როდესაც ე.წ პარლამენტი "რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას" გეგმავს, ოპოზიცია აქციას გამართავდა.