ის, რასაც ხელისუფლება მშვიდობას უწოდებს, რუსეთის აგრესიული ომის გაგრძელებაა. ასეულობით გატაცებული მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები. მცოცავი ოკუპაცია და დამატებით მიტაცებული ტერიტორიები. ქართული ოცნების თავდაპირველი დათბობის პოლიტიკა მოგვიანებით დათმობის პოლიტიკაში გადაიზარდა, რამაც საბოლოოდ დღეს უკვე კიდევ უფრო მძიმე ფორმები მიიღო, რისი გამოხატულებაცაა სულ უფრო მეტად დაუცველი მოსახლეობა.