ოკუპანტებმა ღამით მიკოლაევი დაბომბეს - დაშავდა 23 და დაიღუპა ერთი ადამიანი

ოკუპანტებმა ღამით მიკოლაევი დაბომბეს - დაშავდა 23 და დაიღუპა ერთი ადამიანი

მიკოლაევში ოკუპანტების თავდასხმას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა.

რუსებმა მძინარე ქალაქს კალიბრის ტიპის რაკეტები დაუშინეს. როგორც ოპერატიული სარდლობის პრესსპიკერმა აღნიშნა, სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. რაც შეეხება თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს, ის ლიკვიდირებულია. რაკეტები მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 4 რაკეტა შავი ზღვის აკვატორიიდან ისროლეს.