ოკუპანტებმა დონეცკში 9-კაციანი ოჯახი სიკვდილით დასაჯეს - მოკლულებს შორის არიან ბავშვებიც

ოკუპანტებმა დონეცკში 9-კაციანი ოჯახი სიკვდილით დასაჯეს - მოკლულებს შორის არიან ბავშვებიც

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახაში მთელი ოჯახი სიკვდილით დასაჯეს - მოკლულებს შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი ადასტურებს.

ლუბინეცი ამბობს, რომ თავდასხმის დროს ოჯახი დაბადების დღეს აღნიშნავდა. მათ ოკუპანტებს კადიროველებისთვის სახლის დათმობაზე უარი უთხრეს.

"კიდევ ერთი საშინელი დანაშაული, რომელიც რუსებმა დროებით ოკუპირებულ ვოლნოვახაში ჩაიდინეს. მათ მოკლეს 9-კაციანი ოჯახი, საკუთარ სახლში - მათ შორის მე-4 კლასელი გოგო და მცირეწლოვანი ბიჭი. მოკლულების ცხედრებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია. არანაირი ეჭვი არ არსებობს - ეს რუსებმა ჩაიდინეს, ისევე როგორც ეს მოხდა ბუჩაში, ირპინში, იზიუმში და სხვა უკრაინულ ქალაქებში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ", - თქვა ომბუდსმენმა.