დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა, გიორგი ჩხეიძე დაკავების დეტალებს იხსენებს. როგორც ის ამბობს, ოკმელაშვილი სამსახურში აიყვანეს.
"ჩაეხუტა ბავშვს, წავიდა სამსახურში, სადაც მოხდა მისი აყვანა. ჩემს დას, თამთას დაურეკეს, რომ ჰქონდათ მასთან სალაპარაკო, ბავშვი იყო ექიმთან მიყვანილი. ჩვენ მოვასწარით და დავურეკეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ვინაიდან მოსულიყვნენ ამ საქმესთან დაკავშირებით. სანამ ჩემი და მოვიდოდა, საია-დან იურისტიც მოვიდა და შემდეგ უკვე ერთად ავიდნენ ამ პროცედურაზე, რომელიც გიორგი ოკმელაშვილის სახლში მიმდინარეობს. როგორც ხედავთ იმ კადრებში ახალგაზრდა გოგონას ესარჩლება და გულანთებული პატრიოტი გახლავთ, აქედან გამომდინარეობს მისი საქციელი", - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.
ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
უწყება ირწმუნება, რომ ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ფროდაქეშენ სტუდია ლიმონში კრიმინალური პოლიცია შევიდა შევიდა და ჩხრეკა დაიწყეს.
პოლიცია იმყოფებოდა ოკმელაშვილის სახლშიც.