ოდიშარია ზურაბიშვილზე: მე შემრცხვებოდა - ივანიშვილის გარეშე შანსიც არ ჰქონდა პრეზიდენტობის

ბატონი ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მაგივრად, მე შემრცხვებოდა. ბიძინა ივანიშვილი იყო მაშინ პარტიის თავმჯდომარე, ვფიქრობ, როდესაც ის გაპრეზიდენტდა. დამეთანხმება ქალბატონი პრეზიდენტი, რაც არ უნდა იფიქროს, რომ პოლიტიკურ პედესტალზეა, მას 1%-იც არ ჰქონდა გაპრეზიდენტების, რომ არა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით მისი ხელშეწყობა. ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველი?

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 6 თებერვალს საპარლამენტო მოხსენების დროს თქვა, რომ კითხვების მთავარი ადრესატია ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას - ბიძინა ივანიშვილი.