ოდიშარია: თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი

აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავწკავი კულტურის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ, მე მათ პასუხს არ გავცემ. სამაგიეროდ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი, რომელიც ღარიბაშვილის კაბინეტის პოლიტიკის ფარგლებში, ძალიან სწრაფად, როგორც სხვა არცერთი წინამორბედი ასრულებს და მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას და შემოქმედებით ჯგუფს.

განაცხადა უმრალვესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

კინოცენტრში კინემატოგრაფები არიან შეკრებილნი და ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ითხოვენ. ისინი აპროტესტებენ რეორგანიზაციას და პროცესების პოლიტიზებაზე საუბრობენ.

კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.