ოდიშარია სამადაშვილს: სახლში იციან აქ რომ ხარ? წამომყევი, თუ ფსიქო მოგცეს, პასუხს ვაგებ

ოდიშარია სამადაშვილს: სახლში იციან აქ რომ ხარ? წამომყევი, თუ ფსიქო მოგცეს, პასუხს ვაგებ

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელმაც გუშინ დეპუტატებს "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა, დღეს ლელოს წევრს, სალომე სამადაშვილს დაემუქრა.

პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ ქალ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას "უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი" უწოდა. ოცნების დეპუტატი სამადაშვილისგან ფსიქო ტესტის ჩაბარებაც მოითხოვა. მისი გაღიზიანება სალომე სამადაშვილის განცხადებამ გამოიწვია, როცა ლელოს წევრმა თქვა, "აუცილებლად მიმაჩნია, ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა".

"დღეს მომსახურების ზონიდან რამდენიმე წელი გასულმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ახალი ფსკერი დაიპყრო. ეს რა განაცხადა? 10 წელიწადია სალამს არ აძლევ არავის, ბატონ რომანს მაინც მიესალმე ან გვერდზე მსხდომს მაინც მიესალმე. საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში იციან აქ რომ ხარ? თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცეს, მე პასუხს ვაგებ მაშინ. და აქამდე ვინც ფსიქო მოგცა, იქნება სახელი და გვარემი მითხრა, მათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა?! ოჯახი ამან არ იცის, მშობლები, შვილები და ა.შ... ეს კი არის უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი, მაგრამ ერთხელაც იქნება მარტო მე კი არ ამომივა ყელში, ჩვენ და ჩვენს ოჯახებს ამოუვათ ყელში, მერე ნახავ შენ ვინ და რისი ღირსი არის და როგორი მიმართვის ღირსია. ნუ გამოგვიყვანთ მართლაც საბოლოოდ წყობიდან... როცა გინდა, სადაც გინდა, აი ახლაც და თუ შენ მოგცეს ფსიქო რომელიმე ადმინისტრაციულმა ორგანომ, მაშინ რაც გინდა ის მითხარი", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.