ბუნებრივია, პროტესტის გარდა, არაფერი სხვა უნარი არ აქვთ შერჩენილი. შესაბამისად, პროცესს დაელოდონ. მუშაობას გონი, ჭკუა, დაფიქრება და ანალიზი სჭირდება, რაც მათ არ აქვთ. გვაცადონ, ვისაც ეს უნარ-ჩვევები გვაქვს და ამ საქმეს კვალიფიციურად და მეთოდურად მივყვებით. ტექსტს ნახავენ, გაეცნობიან და მერე შეუძლიათ... გინდა გააპროტესტონ, გინდა შიმშილობა გამოაცხადონ და გინდ ტანზე შემოიხიონ.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ. მმართველმა გუნდმა ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც გასაჯაროებული არაა.