ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა ამაზე იმიტომ საუბრობს, მათ სხვანაირად მოსამართლეებთან ურთიერთობა არ წარმოუდგენიათ, ზეწოლის გარეშე. შესაბამისად, არსებობს ასეთი ანდაზა, უბრალოდ ის რუსულად ჟღერს კარგად და თავს შევიკავებ. ყველა ადამიანი განსჯის თავისი გარყვნილების მიხედვით. მათ არ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ადამიანები შეიძლება რაღაც კოლეგიალურ სოლიდარობას გამოხატავდნენ და იყვნენ უბრალოდ მეგობრები და იყვნენ უხერხულ მდგომარეობაში, რომ მათი კოლეგები არიან დასანქცირებულები.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ. როგორც ცნობილია, სამი მოსამართლე აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარს ამბობს.