ბატონმა ჩუბინიძემ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული ხარჯის გადახდა კერძო პირის მიერ კომპანიისთვის იყო ნაცნობი წინასწარ, ახლა კომპანიას ჰქონდა შეფასებული გარკვეული თანხით ეს მგზავრობა, თუმცა მაინც მოხდება დაკორექტირება თანხის, თუ რა ხარჯი იქნა გაწეული. რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ან ჩვენს მშობლებს, ან თქვენს მშობლებს გარკვეული შემოსავალი... ესენი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად რატომ გვიკვირს ან გვშურს, ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.