ოდიშარია: დაბალი რეიტინგის პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს დებატში გავლენიან პოლიტიკოსს

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის არახალია, მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასდროს ერკინებიან ზემაღალ წონებს, ეს უბრალოდ აკრძალულია ოლიმპიადის თამაშის წესებით - ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც. ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი.

რაზე უნდა ესაუბროს ის ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი?

ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია ეხმაურება გუშინ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გაცხადებას, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.