ოდესაში საზღვაო ნაღმების აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოდესაში საზღვაო ნაღმების აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოდესაში, ზატოკას სანაპიროსთან, აკრძალულ ზონაში ცურვისას სამი ადამიანი - ორი მამაკაცი და ერთი ქალი - საზღვაო ნაღმების აფეთქების შედეგად დაიღუპა, იტყობინება უკრაინული მედია.

შემთხვევა კვირას, ადგილობრივი დროით 11:30-ზე, კაროლინო-ბუგაზსა და ზატოკას შორის მოხდა.

ოდესის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით, დაღუპულთა ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსვენებლებს, არ შევიდნენ აკრძალულ წყლებში, სადაც უსაფრთხოების შემოწმება არ ჩატარებულა.