ობრაიენი: აშშ არ აღიარებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს

შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ტარდება საქართველოს თანხმობის გარეშე. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას.