ო'ბრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა

ო'ბრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯეიმს ო'ბრაიენი 14-17 მაისს საქართველოს ეწვევა. საქართელოს შემდეგ, ის მონტენეგროში გაემგზავრება.

"საქართველოში ო'ბრაიენი შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა გამოხატოს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს სურვილი მშვიდობიანი და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

1 მაისს, 'ბრაიენმა მკაცრი შეშფოთება გამოთქვა "კრემლის მიერ შთაგონებულ კანონთან და მის ნეგატიურ მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით".