ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ნუცუბიძის პლატოზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ნუცუბიძეზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს.

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.